leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: არასრულწლოვნებთან შეხვედრა ცუდი არაა, თუმცა მათ აგრესიისთვის ამზადებენ

“არასრულწლოვნებთან შეხვედრა ცუდი არაა თუ სწორ ინფორმაციას აწვდი ევროკავშირსა და საქართველოს მისწრაფებებზე, თუმცა როგორც ვხედავთ, მათ აგრესიისთვის ამზადებენ, ეს უმსგავსობაა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის გარდა, არაფერი დაუშავებია.

“რასაკვირველია, არასრულწლოვნებთან შეხვედრა ცუდი არაა თუ კარგს უყვები, სწორად ელაპარაკები და სწორ ინფორმაციას აწვდი ევროკავშირზე, საქართველოს მისწრაფებებზე. უნდა ასწავლო ევროპაც და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც. თუმცა როგორც ვხედავთ, აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და იმ ჯახებისთვის ამზადებენ, რომლებშიც სამწუხაროდ, მათ შორის, სკოლის მოწაფეები და ახალგაზრდა ხალხი, სტუდენტები არიან ჩართული. ეს უმსგავსობაა, არ ეკადრება ევროკავშირს, მის ელჩს. საქართველოს არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ თავის ინტერესებს იცავს. არანაირი საგარეო კურსი არ შეუცვლია და დიდი სიცრუეა, რომ აქ არჩევნები გაყალბდა. ვფიქრობ, სერიოზული დაფიქრება მართებს ყველას, ახალგაზრდებსაც, მათი ოჯახის წევრებსაც თუ რა უნდა ქვეყანას, საით არის გადარჩენისა და სამშვიდობოზე გასვლის გზა. არ ვიცი, მისი საუბარი რას მოიცავს, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სიკეთე აქედან არ მიგვიღია. დახარჯულია უშველებელი რაოდენობით თანხები, რათა ახალგაზრდების მობილიზაცია მომხდარიყო რადიკალური პროტესტების პროცესში, მათი მონაწილეობის ორგანიზებისათვის“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ