leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთმა და აშშ-მა საელჩოების დაფინანსების წესები და გამაღიზიანებელი ფაქტორების დაძლევის საკითხები შეათანხმეს

რუსეთსა და აშშ-ის დელეგაციებმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში გუშინ გამართულ შეხვედრაზე საელჩოების დაფინანსების წესები და გამაღიზიანებელი ფაქტორების დაძლევის საკითხები შეათანხმეს. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საგარეო უწყებების ხელმძღვანელების მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად საგნობრივი განხილვა გაიმართა მრავალი გამაღიზიანებელი ფაქტორის დაძლევის საკითხებზე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო წინა ამერიკული ადმინისტრაციებისგან. შევათანხმეთ ერთობლივი ნაბიჯები რუსეთისა და აშშ-ის დიპლომატიური მისიების დაფინანსების შესახებ შეუფერხებელი მოღვაწეობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან, თავის მხრივ, ცნობილი ხდება, რომ გუშინ შეხვედრაში ამერიკული მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში, სონატა კოულტერი მონაწილეობდა, ხოლო რუსეთის მხარე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორით, ელჩით, ალექსანდრე დარჩიევით იყო წარმოდგენილი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ. მოლაპარაკებების დრო და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ასევე იხილეთ