leaderboard_below_slide
left_sabechdi

ილონ მასკი: ჯორჯ სოროსის მიზანი ტრამპის დღის წესრიგის დაბლოკვაა

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში უისკონსინის გუბერნატორის, სკოტ უოკერის პოსტს ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯორჯ სოროსის მიზანი ტრამპის დღის წესრიგის დაბლოკვაა.

“ეს ზუსტად მისი მიზანია”, – წერს მასკი.

სკოტ უოკერის პოსტში აღნიშნულია, რომ სოროსი მილიონებს ხარჯავს უისკონსინის უმაღლესი სასამართლოს არჩევნებისთვის, რათა შტატის საარჩევნო ოლქების გადანაწილებაზე ჰქონდეს წვდომა და ამით რესპუბლიკელებს წარმომადგენლობით პალატაში ორი ადგილი წაართვას. ამგვარად, სოროსს ტრამპის დღის წესრიგის დაბლოკვა სურს, რაც დაუშვებელია, აღნიშნავს უოკერი.

ასევე იხილეთ