ლევან ჟორჟოლიანი: იმერეთში ცენტრალურ მაგისტრალებზე ფაქტობრივად პრობლემა არ გვაქვს, შიდასაუბნო გზებზე არის ადგილები, სადაც რჩება პრობლემა, თუმცა, ყველგან მიდის აქტიურად მუშაობა

„იმერეთში ცენტრალურ მაგისტრალებზე ფაქტობრივად პრობლემა არ გვაქვს, შიდასაუბნო, სოფლამდე მისასვლელ გზებზე არის ადგილები, სადაც რჩება პრობლემა, თუმცა ყველგან მიდის აქტიურად მუშაობა“, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, იმერეთში სამხედრო ძალები აქტიურად ეხმარებიან მუნიციპალიტეტს და ოპერატიულად ხდება პროცესების მართვა.
„ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალურ მაგისტრალებს რაც შეეხება, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობს და ფაქტობრივად, პრობლემა არ გვაქვს. შიდასაუბნო, სოფლამდე მისასვლელ გზებზე არის ადგილები, სადაც რჩება პრობლემა, თუმცა ყველგან მიდის აქტიურად მუშაობა. მთავარი არის, რომ ამინდმა ხელი შეგვიწყოს, რესურსი მობილიზებულია. იმერეთში სამხედრო ძალები აქტიურად ეხმარებიან მუნიციპალიტეტს და შესაბამისად, ეფექტურად და ოპერატიულად ხდება ამ პროცესების მართვა“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.