leaderboard_below_slide
left_sabechdi

სამხედროები გურიაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში მოსახლეობას აქტიურად ეხმარებიან

სამხედრო მოსამსახურეები გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში მოსახლეობას დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში  აქტიურად ეხმარებიან.

თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და დასავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა სპეციალური ტექნიკით სოფლებამდე და სახლებამდე მისასვლელი გზების გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.  დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები კი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს საკვები პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით ამარაგებენ.  

თავდაცვის ძალების სამხედროები დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში უკვე მეოთხე დღეა აქტიურად მონაწილეობენ. ჯარისკაცები საკოორდინაციო შტაბიდან მიღებულ დავალებებზე მყისიერად რეაგირებენ.

ასევე იხილეთ