leaderboard_below_slide
left_sabechdi

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ ბექა ღვაჩლიანი დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ მინისტრის პირველ მოადგილედ თანამშრომლებს ბექა ღვაჩლიანი წარუდგინა.

ბექა ღვაჩლიანს განათლება მიღებული აქვს სამართალმცოდნეობის მიმართულებით. მას საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ის წლების განმავლობაში მესტიის სოფელ უშგულის გამგებლად მუშაობდა. 2024 წლის ოქტომბრიდან კი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

ასევე იხილეთ