აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ზელენსკი წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში

„ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რითაც ზელენსკი-ტრამპის გუშინდელ შეხვედრას და მწვავე დისკუსიას ეხმაურება.
„გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი ურყევი ლიდერობისთვის ამერიკელი ხალხის ინტერესებისა და მშვიდობის დასაცავად. ის, რაც თქვენ თქვით, აბსოლუტურად მართალია: ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში და არავინ მოუწოდებს მას ამისკენ. გმადლობთ, ვიცე-პრეზიდენტო ვენს, ასეთი გადამწყვეტი და ნათელი საუბრისთვის დიპლომატიის აუცილებლობის შესახებ“, – წერს ტულსი გაბარდი.