leaderboard_below_slide
left_sabechdi

ხვალ ავჭალის სტადიონზე საქართველოს რაგბის ნაკრები რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

2 მარტს, 15:00 საათზე, ავჭალის სტადიონზე “რაგბი ევროპის” ნახევარფინალი გაიმართება.

“რაგბი ევროპის” ნახევარფინალში “ბორჯღალოსნები” რუმინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ. ამასთან, დღეს კაპიტნის ვარჯიში უკვე გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე სეზონში “რაგბი ევროპის” პირველი მატჩი შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მატჩი სარეკორდო ანგარიშით – 110:0 მოიგო, მეორე თამაშში კი ნიდერლანდელებს უმასპინძლა და სტუმრებს ანგარიშით 40:7 სძლია. შემდეგი მატჩში “ბორჯღალოსნებმა” ესპანეთის ნაკრებიც დაამარცხა და აღნიშნული შედეგებით საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

2025 წლის ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირია. “რაგბი ევროპის” ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ – 16-ჯერ, “ბორჯღალოსნებს” აქვთ მოგებული. ქართველმა მორაგბეებმა ჩემპიონობა ზედიზედ 7-ჯერ იზეიმეს.

ასევე იხილეთ