გიორგი ურუშაძე: ერთ-ერთ რთულ ლოკაციას წარმოადგენდა სოფელ სურებისკენ მიმავალი გზა – რამდენიმე დღეში გზა სრულად გავლადი იქნება

“აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზების წმენდა”, – განაცხადა „ქრონიკასთან“ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ.
“ერთ-ერთ რთულ ლოკაციას წარმოადგენდა სოფელ სურებისკენ მიმავალი გზა და უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს ამ გზის გაწმენდითი სამუშაოები. სოფელ სურებს ელექტროენერგია სრულად აღუდგა. რამდენიმე დღეში სურებისკენ მიმავალი გზა სრულად გავლადი იქნება”, – აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.