leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი პრეზიდენტზე: არ შეიძლება, ლეგიტიმაცია გაუკეთო ნებისმიერ სტრუქტურას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებს

“არ შეიძლება, ლეგიტიმაცია გაუკეთო (მითუმეტეს პრეზიდენტის პოსტიდან) ნებისმიერ სტრუქტურას, რომელიც მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის პოსტს, რომელიც ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება.

„სიტყვა – ეგრეთ წოდებულს დაამატებს თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. თავისი განცხადებით ლეგიტიმაცია გააკეთა, რომ ასეთი სტრუქტურა არსებობს, მოქმედებს და გადაწყვეტილებებს იღებს. არ შეიძლება ლეგიტიმაცია გაუკეთო (მითუმეტეს პრეზიდენტის პოსტიდან) ნებისმიერ სტრუქტურას, რომელიც მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პოზიტიურად იტყვი თუ უარყოფითად, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველაფერს თავისი ფორმა აქვს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა და სოციალურ ქსელში დაწერა,”დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან“.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანისა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა.

 

ასევე იხილეთ