leaderboard_below_slide
left_sabechdi

კირ სტარმერი: ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

“ჩვენ ვდგავართ თქვენთან და უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისას განუცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთში ვაშინგტონიდან ჩავიდა.

“ნება მომეცით, უბრალოდ გითხრათ, რომ აქ, დაუნინგ სთრითზე თქვენ ძალიან მისასალმებელი სტუმარი ხართ. როგორც გესმით გარედან შეძახილები, თქვენ გაქვთ სრული მხარდაჭერა გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში. ჩვენ ვდგავართ თქვენთან, უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. იმედი მაქვს, გაიგონეთ შეძახილები ქუჩაში. ეს არის გაერთიანებული სამეფოს ხალხი, რომელიც გამოვიდა, რათა ეჩვენებინათ, როგორ გიჭერენ მხარს, როგორ უჭერენ მხარს უკრაინას და ჩვენი აბსოლუტური, ურყევი მზაობა, ვიდგეთ თქვენ გვერდით და მოვაღწიოთ იმას, რისი მიღწევაც ორივეს გვსურს. ეს არის ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინისთვის მის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე დაფუძნებული, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, ევროპისთვის და გაერთიანებული სამეფოსთვის”, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს, მის მოსახლეობას და პრემიერ-მინისტრს ომის დაწყებიდან უკრაინის მხარდაჭერისთვის. მან ასევე მადლობა გადაუხადა კირ სტარმერს ევროპელი ლიდერების სამიტის ორგანიზებისთვის.

ასევე იხილეთ