ხვიჩა კვარაცხელიას “პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის ლიგა 1-ში “ლილის” უმასპინძლა და ძლიერი მეტოქე იოლად დაამარცხა – 4:1. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.
“ლილმა” თამაშის ბოლოს მოახერხა ერთი ბურთის გატანა – პარიზელების კარი ჯონათან დევიდმა მე-80 წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
24 ტურის შემდეგ “პარი სენ-ჟერმენი” ლიგა 1-ში 59 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარ „მარსელს“ 13 ქულით ასწრებს და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.