ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგია. დენის გარეშე ცალკეული აბონენტები რჩებიან ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. კვლავ რჩება გამოწვევა შიდა საუბნო გზებზე ავტომობილების გადაადგილების, თუმცა როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, ეს პრობლემა მალე აღმოიფხვრება.
ბოლო ცნობებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 80-მდე აბონენტი რჩება დენის გარეშე, ხოლო 5 აბონენტი გაზის გარეშე, რომლებსაც გაზიფიცირება დღის ბოლომდე უნდა აღუდგეთ.