leaderboard_below_slide
left_sabechdi

ავთანდილ თალაკვაძე: ვხედავთ დეზინფორმაციას ოპოზიციური მედიების მიერ, თითქოს მოქალაქეებს, რომლებსაც სოციალური დახმარება აქვთ, ვიღაც ემუქრება

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები”, – განუცხადა „ქრონიკას“ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

„ეს არ გაჩერდება, სანამ აბსოლუტურად მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ მოხდება გზის გაწმენდა. ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად ჩართული იყო ყველა საჯარო სამსახურის თანამშრომელი. ასევე, მოხალისეები კოორდინირებულად მოქმედებდნენ ჩვენთან და ხდება სოფლებში მოსახლეობის მომარაგება, კვების პროდუქტების მიწოდება“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ოპოზიციური მედიები ავრცელებენ დეზინფორმაციას, რასაც ყოველთვის გაეცემა პასუხი.

„ჩვენ ვხედავთ ასევე დეზინფორმაციას ოპოზიციური მედიების მიერ, რომლებიც მიდიან და აჟღერებენ ინფორმაციას, რომ თითქოს ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც სოციალური დახმარება აქვთ, ვიღაც ემუქრება. ეს არის ტყუილი, ეს არის დანაშაული, რომლითაც მოქმედებენ ჩვენი თანამოქალაქეების ემოციებზე. გამორიცხულია, რომ რომელიმე ჩვენი საჯარო უწყების თანამშრომელი მივიდეს და მსგავსი სიცრუე უთხრას. თუმცა მათ სხვა არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ჩაუსაფრდნენ საქართველოს, საკუთარ ქალაქს და ტალახი ესროლონ, მოიტყუონ და დეზინფორმაცია გაავრცელონ, რომ თითქოს ხელისუფლება უმოქმედოა“, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ