leaderboard_below_slide
left_sabechdi

Bloomberg: ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინასთან ურთიერთობის აღდგენისთვის არაოფიციალურად მოითხოვა, რომ ზელენსკიმ საჯაროდ ბოდიში მოიხადოს

ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინასთან ურთიერთობის აღდგენისთვის არაოფიციალურად მოითხოვა, რომ ზელენსკიმ საჯაროდ ბოდიში მოიხადოს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ტრამპსა და ზელენსკის დაურეკა და სცადა, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაებრუნებინა, თუმცა ტრამპის გუნდმა მოლაპარაკების განახლებაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ დაძაბული ატმოსფეროს განსამუხტად დრო არის საჭირო.

28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მწვავე კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც ამერიკულმა მხარემ მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარი თქვა.

ასევე იხილეთ