leaderboard_below_slide
left_sabechdi

ავჭალის სტადიონზე საქართველოსა და რუმინეთის რაგბის ნაკრებების დაპირისპირება დაიწყო

ავჭალის სტადიონზე საქართველოსა და რუმინეთის რაგბის ნაკრებების დაპირისპირება დაიწყო.

დღეს “რაგბი ევროპის” ნახევარფინალი იმართება.

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე სეზონში “რაგბი ევროპის” პირველი მატჩი შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მატჩი სარეკორდო ანგარიშით – 110:0 მოიგო, მეორე თამაშში კი ნიდერლანდელებს უმასპინძლა და სტუმრებს ანგარიშით 40:7 სძლია. შემდეგ მატჩში “ბორჯღალოსნებმა” ესპანეთის ნაკრებიც დაამარცხა და აღნიშნული შედეგებით საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

2025 წლის “რაგბი ევროპის” ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირია. „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ – 16-ჯერ, “ბორჯღალოსნებს” აქვთ მოგებული. ქართველმა მორაგბეებმა ჩემპიონობა ზედიზედ 7-ჯერ იზეიმეს.

ასევე იხილეთ