შალვა პაპუაშვილი: საქართველოს სამეფო სახლს ვუსამძიმრებ მისი მეთაურის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალების გამო

“საქართველოს სამეფო სახლს ვუსამძიმრებ მისი მეთაურის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი საქართველოს სამეფო სახლს 1984 წლიდან, 40-ზე მეტი წლის განმავლობაში მეთაურობდა.
“საქართველოს სამეფო სახლს ვუსამძიმრებ მისი მეთაურის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალების გამო. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი საქართველოს სამეფო სახლს 1984 წლიდან, 40-ზე მეტი წლის განმავლობაში მეთაურობდა. ბაგრატიონთა დინასტიის უწყვეტობის ტრადიცია მან ურთულეს წლებში გამოატარა
. კინო და თეატრის რეჟისორი, მსახიობი, მამის შემოქმედებითი ტრადიციის გამგრძელებელი, ნუგზარ ბაგრატიონი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქართულ კულტურაზე გამორჩეული მზრუნველი იყო. ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს”, – წერს იგი.