leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოსა და რუმინეთის რაგბის ნაკრებების დაპირისპირება საქართველოს გამარჯვებით დასრულდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდა. ავჭალის სტადიონზე გამართული მატჩი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 43:5 დასრულდა.

რუმინელი „მუხების“ დამარცხებით ქართველმა მორაგბეებმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. „რაგბი ევროპის“ მოქმედი ჩემპიონი – საქართველოს ნაკრები ტურნირში მეჩვიდმეტედ გამარჯვებას 16 მარტს თბილისში შეეცდება.

თამაშის ანგარიში ალექსანდრე თოდუას ლელოთი გაიხსნა. ქართველმა სპორტსმენებმა მატჩში 7 ლელო დადეს. რუმინელებს ლელო აკა ტაბუცაძემ, მიხეილ ბაბუნაშვილმა, გელა აფრასიძემ, თორნიკე კახოიძემ, გიორგი ახალაძემ, გიორგი კვესელაძემ გაუტანეს. გარდასახვები ლუკა მატკავამ (4) შეასრულა.

საქართველო-რუმინეთის მატჩზე, ტრადიციულად, გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ მეცხრამეტედ მოიგეს.

ინფორმაციისთვის: საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს 29-ჯერ შეხვდნენ და 19 მატჩში – ქართველებმა, ცხრაში კი რუმინელებმა გაიმარჯვეს.

ასევე იხილეთ