leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანალენა ბერბოკი: ჩვენ ვერასდროს შევეგუებით დამნაშავის მსხვერპლად წარმოჩენას

ჩვენ ვერასდროს შევეგუებით დამნაშავის მსხვერპლად წარმოჩენას. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ანალენა ბერბოკის თქმით, აგრესორი რუსეთია, რომელიც უმიზეზოდ დაესხა თავს უკრაინას და სასტიკი დანაშაულები ჩაიდინა, რუსეთის მსხვერპლად წარმოჩენა კი წინააღმდეგობაში მოდის მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან.

გერმანიის პირველმა დიპლომატმა უკრაინის დახმარების გაგრძელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაბამისი ინიციატივით ბუნდესტაგს უკვე მიმართა.

ასევე იხილეთ