პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„43:5 – გილოცავთ! საქართველოს რაგბის ნაკრები ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელია“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ ქარდზე.
43:5 საქართველოსა და რუმინეთის რაგბის ნაკრებების დაპირისპირება საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალშია. საქართველო-რუმინეთის მატჩზე, ტრადიციულად, გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ მეცხრამეტედ მოიგეს.