leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი პესკოვი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სწრაფად ცვლის ყველა საგარეო პოლიტიკურ კონფიგურაციას, ეს დიდწილად ემთხვევა რუსეთის ხედვას

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სწრაფად ცვლის ყველა საგარეო პოლიტიკურ კონფიგურაციას, ეს დიდწილად ემთხვევა რუსეთის ხედვას. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ჩვენ ხმას ვაძლევთ ერთსა და იმავე რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც შეიცავს აბსოლუტურად დაბალანსებულ ფორმულირებას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ეს აქამდე აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ახალი ადმინისტრაცია სწრაფად ცვლის ყველა საგარეო პოლიტიკურ კონფიგურაციას, ეს დიდწილად ემთხვევა ჩვენს ხედვას. ახლა ხორციელდება დიალოგზე გასვლის, ყველა ურთიერთობის დალაგების მცდელობები.

წინ გრძელი გზაა, რადგან ორმხრივი ურთიერთობების მთელი კომპლექსი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, თუმცა თუ შენარჩუნდება ორი ლიდერის, პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური ნება, ამ გზის საკმაოდ სწრაფად გავლა იქნება შესაძლებელი”, – თქვა პესკოვმა.

 

 

ასევე იხილეთ