leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სარეიტინგო ტურნირის ფინალში ხუთი ქართველი სპორტსმენი გავიდა

ტირანაში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს მედლები დარჩენილ ექვს წონით კატეგორიაში გათამაშდება. აღსანიშნავია ჩვენი ფალავნების წარმატებული გამოსვლა – ხუთი წონის ფინალურ დაპირისპირებაში ქართველ სპორტსმენებს ვიხილავთ.

ვახტანგ ლოლუა (55 კგ), ამირან შავაძე (60 კგ), იური ლომაძე (72 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) სარეიტინგო ტურნირის ფინალურ ბლოკში ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ. იაკობ ქაჯაია (130 კგ) და ოთარ აბულაძე (72 კგ) კი შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი მედალი გახლდათ – 67 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ჯონი ხეცურიანმა მოიპოვა.

ასევე იხილეთ