leaderboard_below_slide
left_sabechdi

ილონ მასკი: ეს უკანასკნელი ზელენსკის არჩევანი იყო

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი აირჩია, მშვიდობისკენ სწრაფვის ნაცვლად, რაც სასტიკი და არაადამიანურია.

„ორ წელზე მეტი ხნის წინ მე ვთქვი, რომ უკრაინა უნდა მიისწრაფოდეს მშვიდობისკენ ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი ყოველგვარი სარგებლის გარეშე. ეს უკანასკნელი ზელენსკის არჩევანი იყო. ახლა მას სურს ამის გაკეთება ისევ. ეს არის სასტიკი და არაადამიანური“, – წერს ილონ მასკი თავის სოციალურ ქსელ X-ში.

ასევე იხილეთ