leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ჩიქოვანი: როგორც დემოკრატიის, ასევე ინსტიტუტების სტაბილურობით საქართველო გამორჩეული სახელმწიფოა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკის“ ეთერში შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაზე და ამ პროცესში საქართველოს როლზე ისაუბრა.

„საქართველოს აქვს მასტაბილიზირებელი ფაქტორი. საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. როგორც დემოკრატიის ასევე ინსტიტუტების სტაბილურობით საქართველო გამორჩეული სახელმწიფოა და შედეგებითაც თქვენ კარგად ხედავთ, რომ არაერთი მიმართულება არსებობს, რომ ჩვენ ვართ ძალიან წარჩინებულ და დაწინაურებულ პოზიციებზე, თუნდაც ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან მიმართებაში, თუნდაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მიმართებაში და ეს დინამიკა კვლავაც გრძელდება.

დიახ, საქართველოს მთავრობას აქვს უფრო ამბიციური გეგმები; დიახ, ჩვენი როლი იქნება კვლავაც მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ და უზრუნველვყოთ უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეებისთვის და უზრუნველვყოთ მათთვის უკეთესი შესაძლებლობები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ასევე იხილეთ