leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: გამიჯვნა გააკეთა აშშ-მა – უკრაინის მხარდაჭერა ნიშნავს მშვიდობის მხარდაჭერას და უკვე აქ არის ტოლობის ნიშანი. ქართული მხარის პოზიციონირება სრულიად თანხვედრაშია იმასთან, რაც აშშ-დან გვესმის

მხარდაჭერასთან დაკავშირებით ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ვინ როგორ ხედავს უკრაინის მხარდაჭერას. ვისთვის ეს არის მეტი იარაღი და მეტი ცეცხლი და ვისთვის ეს არის მშვიდობა და სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ბოჭორიშვილის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპისგან განსხვავებით, ვერ იტყვის, რომ ევროპელი პოლიტიკოსების პოზიციები ცალსახად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მხარდამჭერია.

„ეს ისმის ხმამაღლა, ეს გამოიხატება ქმედებებში. ამას ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის შესაძლოა, სწორი დრო არ იყოს ახლა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ძალიან მტკიცედ აქვს გამიზნული ის, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. ეს არის უკრაინელი ხალხის ინტერესშიც და რა თქმა უნდა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ მიზანს მიაღწიოს.

როგორ მოხდება ომის დასრულება, რა თქმა უნდა, ეს როგორც უკრაინის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, როგორც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც ერთგვარად ახალისებენ და მხარს უჭერენ საომარი მოქმედებების გაგრძელებას.

ვფიქრობ, მომდევნო კვირების განმავლობაში მოვლენების საინტერესო განვითარებებს ექნება ადგილი. შესაძლოა, გულდასაწყვეტიც იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც გულმხურვალედ უჭერდა მხარს უკრაინას, ბუნებრივია, მოველით უკრაინის გამარჯვებას ამ ომში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ პოზიციები მხარდაჭერასთან დაკავშირებით იცვლება.

მხარდაჭერასთან დაკავშირებით ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ვინ როგორ ხედავს უკრაინის მხარდაჭერას. ვისთვის ეს არის მეტი იარაღი და მეტი ცეცხლი და ვისთვის ეს არის მშვიდობა და სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა. ალბათ, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენც არაერთხელ დავმდგარვართ ამ კითხვის წინაშე ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ევროპიდან – ვის მხარეს არის საქართველო? – ის, რაც ჩვენთვის iyo ცალსახა, კითხვის ნიშნის გარეშე, რომ საქართველო მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინას, უკრაინელ ხალხს, კითხვის ნიშანს ბადებდა – თუ ჩვენ არ ვუჭერდით მხარს მაინც და მაინც ომს, ეს იყო თუ არა უკრაინის მხარდაჭერა.

დღეს ეს გამიჯვნა გააკეთა აშშ-მა – უკრაინის მხარდაჭერა ნიშნავს მშვიდობის მხარდაჭერას და დღეს უკვე აქ არის ტოლობის ნიშანი. ასე, რომ ქართული მხარის პოზიციონირება ამ სამი წლის განმავლობაში სრულიად თანხვედრაშია იმასთან, რაც ჩვენ დღეს აშშ-დან გვესმის“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ