მაკა ბოჭორიშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე: მაშინ ემოციური ფონი იყო მაღალი, ყველას გვქონდა ეს განცდა. ჩვენ ეს გამოვლილი გვაქვს, ჩვენ ეს ვიცით რა არის ეს ემოციური დამოკიდებულება, ძალიან ადვილი იყო ამ ემოციაზე თამაში

მაშინ ემოციური ფონი იყო მაღალი, ყველას გვქონდა ეს განცდა, მითუმეტეს ჩვენ ქართველებს. ჩვენ ეს გამოვლილი გვაქვს, ჩვენ ეს ვიცით რა არის და ის ემოციური დამოკიდებულება, რაც ჩვენ გვქონდა ბუნებრივად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი, რა თქმა უნდა ძალიან ადვილი იყო ამ ემოციაზე თამაში, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც მთავრობის წინააღმდეგ იმართებოდა აქციები, სადაც უკრაინის დახმარების თემა გამოყენებული იყო საკმაოდ აქტიურად. ამის უკან იდგნენ არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და გარე აქტორები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ეს ხდებოდა მარტშიც და შემდგომ უკვე ევროკავშირით ჩანაცვლდა ეს თემა.ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემამ ჩაანაცვლა, რაც უკვე იქცა შემდგომ ეტაპზე იარაღად ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის.
სხვადასხვა სახელი ერქვა იმას, რაც აგერ უკვე ბევრი წელია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება. ეს არის მიზანმიმართული კამპანია ხელისუფლების შეცვლისკენ. რატომ არ აწყობს ვიღაცას ხელისუფლება, ეს უკვე დღეს ძალიან ცხადად ჩანს. რატომ იყო საჭირო ეს ხელისუფლება არ ყოფილიყო ხელისუფლებაში და ყოფილიყო სხვა, რომელიც უფრო მარტივად მიიღებდა იმ გადაწყვეტილებებს რა გადაწყვეტილებებიც საქართველოს ვერ დაიცავდა შეიარაღებული კონფლიქტისგან.
ამას ალბათ დღეს აღარ სჭირდება ბევრი მარჩიელობა, ეს უკვე ფაქტია ძალიან ბევრი განცხადებით თუ ქმედებით დადასტურებული. სამწუხარო არის ის, რომ დღეს ისევ არიან ის ძალები, რომლებიც უფრო მეტ ნაბიჯს დგამენ იმისთვის, რომ გართულდეს უკრაინაში მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯები, გართულდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ სვლა“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.