leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: საინტერესო კითხვა დაისვა დღეს, რა უნდა ევროპას, რა გეგმა აქვს ევროპას. ეს კითხვა ალბათ რელევანტური იქნებოდა საქართველოსთან მიმართებაშიც, რა უნდა ევროპას და რა გეგმა აქვს ევროპას ამ ქვეყანასთან მიმართებაში

საინტერესო კითხვა დაისვა დღეს, რა უნდა ევროპას, რა გეგმა აქვს ევროპას. ეს კითხვა ალბათ რელევანტური იქნებოდა საქართველოსთან მიმართებაშიც, რა უნდა ევროპას და რა გეგმა აქვს ევროპას ამ ქვეყანასთან მიმართებაში, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უცხოურ დაფინანსებებზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ჩვენ ბევრი კრიტიკა მივიღეთ და ზიანი მოგვაყენეს, როდესაც დავიწყეთ საგარეო დახმარებების გამჭვირვალობაზე საუბარი. ამ თემაზე საუბარი ჩვენ დავიწყეთ 2 წლის წინ, როდესაც მართლაც ძალიან დიდი სიმწვავით დადგა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში, სად იხარჯება, რამდენად ქვეყნის სასიკეთოდ იხარჯება ის თანხები, რომელსაც გვამადლიან და გვეუბნებიან, რომ ხარჯავენ ჩვენს ქვეყანაში, რამდენად ხმარდება ეს თანხები ჩვენი ქვეყნის სწორ დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ცხოვრებას. ეს კითხვები ჩვენ გაგვიჩნდა და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გავუკეთეთ ინიციირება „გამჭვირვალობის კანონს“, რომელიც ერთი მცდელობით ვერა, მაგრამ მეორე მცდელობით იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ უკვე 1 წლის თავზე.

ჩვენი გუნდის სიმართლე და ის, რომ ჩვენ ძალიან სწორად დავსვით ეს კითხვა. როდესაც დავსვით ეს კითხვა, გამოჩნდა ისევ და ისევ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლების მხრიდან მე ვიტყოდი სკანდალური მასალებით თუ ინფორმაციებით, რაც მოდის იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა დახმარებების ბიზნესში. ახლა ევროკავშირი გვეუბნება, რომ ეს დახმარებების ბიზნესი თუ არ კეთდება ამერიკიდან, გაკეთდება ევროპიდან, რისთვის და რა მიზანს ემსახურება ეს. ახლა საუბარი არის იქნება გამჭვირვალე ეს პროცესი, თუ არა.

გვიანონსებენ, რომ სახელმწიფო არაფერ შუაში არ არის, მე გავაკეთებ რაღაცებს შენს ქვეყანაში, ვიმოქმედებ როგორც მინდა, ისე დავაფინანსებ ვისაც მინდა იმას, რა მიზნითაც მინდა. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციას. რადიკალიზაცია არ არის კარგი მოვლენა, არ არის ის მოვლენა, რომელსაც ევროპის სახელმწიფოები ხელგაშლილი მიესალმებოდნენ საკუთარ ქვეყნებში. მაშინ რატომ უნდა დაფინანსდეს ეს ყველაფერი საქართველოში, რა მიზანს ემსახურება ეს და არის თუ არა ეს კეთილი მიზნები, რაც სჭირდება ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ცხოვრებას ხვალ.

რა თქმა უნდა ჩვენ ამ კითხვებს დავსვამთ და ვერავის ვერ მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს უკუსვლას შეუწყოს ხელი და არა საქართველოს წინსვლას. ვერავინ ვერ დაამტკიცებს იმას, რომ საქართველო უკუსვლით გახდება ევროკავშირის წევრი არა წინსვლით. ჩვენ გვჭირდება წინსვლა, ამ ქვეყანას სჭირდება განვითარება და თუ განვითარებისთვის ვინმე გამოგვიწვდის დახმარების ხელს, რა თქმა უნდა ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვითანამშრომლოთ ამ სფეროში, ისე როგორც ნორმალურ სიტუაციაში, უნდა ხდებოდეს საერთო მიზნების მისაღწევად, თუკი არსებობს საერთო მიზნები. მაგრამ თუკი არსებობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო მიზნები, რა თქმა უნდა ამაზე გვექნება რეაგირება და ეს რეაგირება უნდა გვქონდეს იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, როგორც ხელისუფლების“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ