leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი უკრაინაზე: სწორი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა, იმის თაობაზე, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კიდევ ერთი წლით უნდა გაგრძელდეს თუ არა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არ სურს შეაფასოს უკრაინისა და რუსეთის მდგომარეობა ბრძოლის ველზე და ამ ანალიზის გაკეთება ყველას შეუძლია.

„ამ ანალიზის საფუძველზე, თუკი აშშ-ის დახმარება გამოაკლდება უკრაინას, გავაკეთოთ პროგნოზი, როგორი შეიძლება იყოს უკრაინის მდგომარეობა ერთი წლის თავზე და ვის უფრო კარგი სურს უკრაინისთვის – ვინც დღეს ლობირებს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და ცეცხლის შეწყვეტას, თუ ის, ვინც ამ პროცესის გადადებისკენ იბრძვის?

თითოეული დღე, საათი და წუთი ეს არის ადამიანების სიცოცხლე, იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც უკრაინაში იხოცებიან და სამწუხაროდ, ეს არის ამ ქვეყნის მომავალი თაობა, ახალგაზრდები, რომლებიც ეწირებიან ბრძოლას. რა თქმა უნდა, ისინი თავიანთი ქვეყნისთვის იბრძვიან, მაგრამ ამ ყველაფერს შედეგი უნდა ჰქონდეს – შედეგი უკეთესი უკრაინისთვის და თუკი, ეს პერსპექტივა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ეს არის ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომელიც არის სათავეში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ზოგიერთმა ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მას განუცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კიდევ ერთი წელი უნდა გაგრძელდეს.

„ზოგიერთმა თქვა: მოდით, მათ ბრძოლის კიდევ ერთი წელი მივცეთ, ერთი წლის შემდეგ, სიკვდილისა და ნგრევის კიდევ ერთი წლის შემდეგ, პუტინი შეიძლება მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის. ეს ჩემთვის კარგი გეგმა არ არის და ეს ნამდვილად არ არის გეგმა, რომელზეც პრეზიდენტი [ტრამპი] თანახმაა“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

ასევე იხილეთ