leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლუკა ეხვაია ტრამპი-ზელენსკის შეხვედრაზე: მოლაპარაკებების ხანგრძლივი, დიპლომატიური პროცესი უნდა დაწყებულიყო და ზელენსკიმ ამაზე თქვა უარი

მოლაპარაკებების ხანგრძლივი, დიპლომატიური პროცესი უნდა დაწყებულიყო და ზელენსკიმ ამაზე თქვა უარი. დღეს უკვე ვნახეთ ლონდონში, ამის გარშემო შემოიკრიბა ევროპული ალიანსი., – განაცხადა საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარმა, ექსპერტმა ლუკა ეხვაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მან აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე ისაუბრა და შეთანხმების მისაღწევად ჩაშლილ პროცესსაც შეეხო. ეხვაიამ უკრაინის საკითხზე კაია კალასის განცხადებაც შეაფასა.

„რაც მთავარია, შეთანხმება აქ იქნებოდა პირველი ნაბიჯი. მგონი, ამაზე არ ღირს ჩაციკვლა, რადგან მოლაპარაკებების ხანგრძლივი, დიპლომატიური პროცესი უნდა დაწყებულიყო და ზელენსკიმ ამაზე თქვა უარი. დღეს უკვე ვნახეთ ლონდონში – ამის გარშემო შემოიკრიბა ევროპული ალიანსი.

ალტერნატივა იყო ორი – ერთი, რომ კომპრომისული ნაბიჯები გადადგმულიყო მშვიდობისკენ და ამისკენ მოუწოდებდა მთელი ამერიკის ადმინისტრაცია და მეორე გზაა, რასაც ამბობს კაია კალასი.

კაია კალასი ერთგვარი პერსონიფიკაციაა იმისა, თუ რა განწყობები არსებობს დღეს ევროკავშირში. პირველი, კაია კალასი ამბობს, რომ თურმე, დღეს არის დრო, როდესაც აშშ და რუსეთი იწყებენ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს და რომ პუტინის წინააღმდეგ შეიქმნას ტრიბუნალი. ასევე, არის მომენტი, როდესაც ევროპამ უნდა აიღოს ლიდერობა და არა აშშ-მა და იქვე ამატებს სრულიად შოკისმომგვრელ წამოცდენას, რომ თუ დღეს არ დაამარცხებენ რუსეთს, როგორ უნდა დავამარცხოთ ხვალ ჩინეთი.

აქ ჩანს მათი რეალური განწყობები, რომ ეს არის ერთგვარი ძალა. რომელიც ომს უჭერს მხარს და მათი ერთგვარი ეგზისტენციალური საკითხია, რომ ომი გახანგრძლივდეს“, – აღნიშნა ეხვაია.

ასევე იხილეთ