leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლუკა ეხვაია: რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმება ტრამპის ინიციირებულია, არადა, რეალურად პირიქით იყო. ეს საკითხი სექტემბერში ინიციირებული იყო ზელენსკის მხრიდან

რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმება ტრამპის ინიციირებულია, არადა, რეალურად პირიქით იყო. ეს საკითხი სექტემბერში ინიციირებული იყო ზელენსკის მხრიდან და ამ თემას სენატორი ლინდსი გრემი ლობირებდა, – განაცხადა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბრისას საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსმა მეცნიერ-მკვლევარმა, ექსპერტმა ლუკა ეხვაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„დავიწყოთ იმით, თუ რატომ მოხდა ეს სკანდალი, რა ქვეტექსტი იყო რეალურად ამ სკანდალის გარშემო. ეს ყველაფერი ეხება კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმებას, რომელიც რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ ტრამპის ინიციირებულია, არადა, რეალურად პირიქით იყო. ეს საკითხი სექტემბერში ინიციირებული იყო ზელენსკის მხრიდან და ამ თემას სენატორი ლინდსი გრემი ლობირებდა. ამ თემის შინაარსი შემდეგში მდგომარეობდა, რომ უკრაინას მიეღო პირდაპირი უსაფრთხოების გარანტიები, რაზეც ტრამპის გუნდისგან ზელენსკიმ მკაფიო და მკაცრი უარი მიიღო, მაგრამ სანაცვლოდ შესთავაზა ირიბი უსაფრთხოების გარანტიები იმ გაგებით, რომ ამერიკული ეკონომიკური ინტერესები იარსებებდა უკრაინის ტერიტორიაზე.

აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, თუ ტრამპი პირდაპირ მისცემდა უსაფრთხოების გარანტიებს, რასაც ზელენსკის გუნდი ითხოვდა, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ტრამპი ერთვებოდა ომში და რა თქმა უნდა, ამაზე აშშ არ წავიდოდა. მეორე დღიდან ეს ნიშნავდა ესკალაციას“, – აღნიშნა ლუკა ეხვაიამ.

ასევე იხილეთ