leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლოს-ანჯელესში „ოსკარით“ დაჯილდოების 97-ე ცერემონია გაიმართა

ლოს-ანჯელესში „ოსკარით“ დაჯილდოების 97-ე ცერემონია გაიმართა. წლევანდელი ტრიუმფატორი გახდა შონ ბეიკერის ფილმი „ანორა“, რომელსაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო 5 ნომინაციაში გადაეცა. „ანორა“ წლის საუკეთესო ფილმად, შონ ბეკერი კი წლის საუკეთესო რეჟისორად აღიარეს. „ოსკარი“ ფილმმა საუკეთესო სცენარისა და მონტაჟისთვისაც მიიღო.

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად მაიკი მედისონი დაასახელეს. კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში გამარჯვებული ედრიან ბროუდი გახდა ფილმისთვის „ბრუტალისტი“.

ასევე იხილეთ