თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიკოსი როინ მეტრეველი გადაცემა „სტუმრად ნოესთან“ ინტერვიუში 2003 წლის ნოემბერის ამბებს იხსენებ, თუ როგორ დააბრუნა ის სააკაშვილმა რექტორის თანამდებობაზე და რამდენიმე თვეში მოსთხოვა, წასულიყო უნივერსიტეტიდან.
„2003 წელი, ნოემბრის თვე არის, ვიღაცა ბავშვი შემოდის ჩემთან და მაძლევს ქაღალდს, სადაც წერია, რომ უნდა გადადეთ თქვენ. ვინ ხარ? – ვკითხე და გაიქცა ის ბავშვი. ცოტა ხანში, მოვიდა ტელევიზია, ამისთვის უკვე მომზადებული იყვნენ და მეკითხებიან თქვენ რას აპირებთო. მე ვუთხარი, არაფერს, ვაგრძელებ მუშობას-მეთქი.
„კმარა“ ეს არის ის საზოგადოება, რომელიც “კმარას” ზურგს უკან იდგა. ეს გახდა ჩემთვის ცნობილი ვინ იბრძოდა და ავდექი და გადავდექი.
ამ გადადგომის მერე მოხდა ის გამოსვლები, 30- 40 000 ადამიანი გამოვიდა და კატეგორიულად ითხოვდნენ რექტორის დაბრუნებას. დიდი საბჭო მოვიდა ჩემთან და მთხოვეს, რომ დავბრუნებულიყავი, მაგრამ უარზე ვიყავი. ნინო ბურჯანაძემ მთხოვა, – არ გადადგეო. ჟვანიამ დამირეკა, – არ გადადგეო. ამ დროს მირეკავს თავად სააკაშვილი და მეუბნება, შენს კაბინეტში ვარ და ძალიან გთხოვ მოხვიდეო. მივედი. იქ დამხვდა სააკაშვილი, მარიკა ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე. მთხოვა, რომ 2 წელი მაინც დარჩი რექტორადო. მე ვუთხარი, – ცოტახანს ვიქნები და მერე, გარკვეული მიზეზის გამო, სჯობს სხვა მოიყვანოთ-მეთქი. კატეგორიულად მითრა, რომ არავითარ შემთხვევაში, არაო! ამის შემდეგ დავბრუნდი. თვენახევარი რომ გავიდა, სააკაშვილი მომვიდა. ჩავატარეთ დიდი საბჭოს სხდომა. მაქო, მთელი საბჭო გვაქო, რომ თქვენ გადაიტანეთ ამხელა რამ და შეინარჩუნეთ უნივერსიტეტიო.
-ქება დაიჯერეთ?
-არა, რა თქმა უნდა. მთელი 6-7 თვე დავრჩი უნივერსიტეტში, გამოცდები მე ჩავატარე და ბოლო დღესაც 28 სექტემბერს, როდესაც ჩვენი უნივერსიტეტი გამოვიდა კატეგორიული წინააღმდეგი ახალი დებულებებისა, რომელიც განათლებაში იქმნებოდა, მიმიწვია და მაშინ გამომიცხადა, – ახლა შეიძლება შენი წასვლაო“.
წყარო: „იმედი“