leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის  შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

„ნადირობის შესახებ“ კანონის პროექტი ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადდა. კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს მდგრადი მართვა, სახეობათა პოპულაციების კონტროლი, სოფლის მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი  და სამონადირეო კლუბებისა და მეურნეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრის მოადგილემ ნადირობის რეგულიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი კანონი წარმატებულ ევროპულ გამოცდილებას დაეფუძნება.

„ნადირობის შესახებ კანონის პროექტი უზრუნველყოფს  ველური ბუნების მდგრადი მართვის სფეროში საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვას,  რაც ხელს შეუწყობს როგორც სანადირო სახეობების პოპულაციების აღდგენას, ასევე ამ სექტორიდან მნიშვნელოვანი ეკონომიკური შემოსავლების მიღებას“, – განაცხადა იური ნოზაძემ.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა ახალი კანონპროექტის სამუშაო ვერსიის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, რის შემდეგაც მონადირეებს შესაძლებლობა მიეცათ, დიალოგის რეჟიმში დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები.

„აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაცია ითვალისწინებს  მონადირეთა სერტიფიცირებას საერთაშორისო ორგანიზაციის (CIC) მიერ აღიარებული ნადირობის სერტიფიკატით, რაც  ხელს შეუწყობს ბრაკონიერობის შემცირებასა და მოწყვლადი სახეობების დაცვას“, – განაცხადა რევაზ ბეჟაშვილმა.

ასევე იხილეთ