leaderboard_below_slide
left_sabechdi

აფხაზეთიდან დროებით დევნილ დედებს უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დროებით დევნილ დედებს ჩაჩავას კლინიკაში გინეკოლოგიური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ.

სამინისტროსა და ჩაჩავას კლინიკას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ზოგიერთი პათოლოგიის დროულ გამოვლინებას და მათ პრევენციას.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე მერაბ მარაქველიძემ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა და სიმბოლურად ყვავილები გადასცა. მინისტრის მოადგილემ დედებს ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქალბატონებმა რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმებები გაიარონ, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციას შეუწყობს ხელს.

ასევე იხილეთ