ბოლო წლებში აეროგრილი პოპულარული გახდა მისი სისწრაფისა და მოხერხებულობის გამო. თუ გიყვარს ქათმის კერძები და გინდა მათი მომზადება უფრო მარტივი და სწრაფი გახდეს, აეროგრილი იდეალური არჩევანია.
ამ სტატიიდან გაიგებ, რამდენ დროს დაზოგავ აეროგრილში ქათმის მომზადებით, ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით.
ტრადიციული მეთოდები VS აეროგრილი
- ღუმელში მომზადება
სტანდარტულ ღუმელში ქათმის მომზადება 40-60 წუთს მოითხოვს, რაც დამოკიდებულია რეცეპტსა და ქათმის ზომაზე. ასვე, საჭიროა ღუმელის წინასწარ გათბობა, რაც დამატებით 10-15 წუთს მოითხოვს..
- ტაფაზე შეწვა
ტაფაზე ქათმის მომზადებას, დაახლოებით, 20-30 წუთი სჭირდება, მაგრამ მუდმივი ყურადღება და ცხიმის გამოყენებაა საჭირო.
- აეროგრილი
აეროგრილში ქათმის მომზადება საშუალოდ 15-25 წუთშია შესაძლებელი.
არ არის საჭირო დამატებითი ცხიმი, რაც უფრო ჯანმრთელ კერძს გვაძლევს.
აეროგრილის წინასწარი გათბობა, უმეტეს მოდელებში, არ არის აუცილებელი, რაც დამატებით დროს ზოგავს.
რომ შევაჯამოთ, თუ საშუალოდ აეროგრილი 15-25 წუთში ამზადებს ქათამს, ხოლო ღუმელი 50 წუთს მოითხოვს, მაშინ, მინიმუმ, 25-35 წუთს დაზოგავ. ტაფაზე შეწვასთან შედარებით, ასევე, 5-10 წუთით ნაკლები დრო დაგეხარჯება, მითუმეტეს, რომ ტაფაზე საკვების მუდმივი ზედამხედველობა გჭირდება.
-
აეროგრილის დამატებითი უპირატესობები
- ენერგოეფექტურობა – აეროგრილი უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე ტრადიციული ღუმელი.
- მარტივი გაწმენდა – აეროგრილის უჯრები, უმეტესად, სწრაფად ირეცხება, ხოლო ტაფისა და ღუმელის წმენდა მეტ დროს მოითხოვს.
- ჯანმრთელი ალტერნატივა – ცხიმის მინიმალური გამოყენება ნიშნავს ნაკლებ კალორიას და უფრო ჯანსაღ საკვებს.
თუ გინდა, რომ ქათმის მომზადება უფრო სწრაფი, მარტივი და ენერგოეფექტური გახდეს, აეროგრილი საუკეთესო არჩევანია. მისი გამოყენებით შეგიძლია დაზოგო 25-35 წუთი და ამავე დროს, მიიღო გემრიელი, ხრაშუნა და ნაკლებად ცხიმიანი კერძი.ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გიცდია აეროგრილი, დროა სცადო და თავად დარწმუნდე მის უპირატესობებში.
სტატიის ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი