leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატომ არის გაზის წყლის გამაცხელებელი პოპულარული

წყლის გამაცხელებელი, განსაკუთრებით ე.წ. გაზის კალონკა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრაქტიკული მოწყობილობაა სახლისა და ბინის გათბობისთვის.

მისი გამოყენება განსაკუთრებით აქტუალურია იმ ადგილებში, სადაც ცენტრალური წყალგაყვანილობა არ არის ხელმისაწვდომი ან მომხმარებლებს სურთ დამატებითი კომფორტი წყლის სწრაფად გათბობისთვის.

ამ სტატიიდან გაიგებ, თუ რატომ არის გაზის „კალონკა“ ასეთი მოთხოვნადი და რას უნდა მიაქციო ყურადღება მისი შეძენისას.

1. ენერგოეფექტურობა და ეკონომიურობა

გაზის „კალონკები“ გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით. ისინი წყალს მხოლოდ იმ შემთხვევაში აცხელებს, როცა მომხმარებელს სჭირდება, ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს ელექტრო ენერგიის ხარჯვას.

გაზის წყლის გამაცხელებლები განსხვავდება ელექტრო გამაცხელებლებისგან, რომლებიც წყალს მუდმივად თბილ მდგომარეობაში ინარჩუნებს და ამით მეტ ენერგიასაც ხარჯავს.

ბუნებრივი გაზი, როგორც წესი, უფრო იაფია ელექტროენერგიასთან შედარებით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეამციროს კომუნალური გადასახადები.

2. მყისიერი ცხელი წყლის მიწოდება

გაზის წყლის გამაცხელებელი იწყებს მუშაობას მაშინვე, როგორც კი ონკანი იღება, რაც ნიშნავს, რომ არ არის საჭირო ლოდინი, სანამ წყალი გათბება. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მოსახერხებელია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და კომერციული ობიექტებისთვის.

3. კომპაქტური დიზაინი

გაზის „კალონკები“, როგორც წესი, საკმაოდ კომპაქტურია და ადვილად თავსდება მცირე სივრცეებში. ისინი განსაკუთრებით პოპულარულია იმ ბინებში და სახლებში, სადაც სივრცე შეზღუდულია და დიდი მოცულობის ქვაბის დამონტაჟება არ არის პრაქტიკული.

4. ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა

კარგად მოვლილი გაზის „კალონკა“ საკმაოდ ხანგრძლივად მუშაობს. მისი მოვლა შედარებით მარტივია – საჭიროა მხოლოდ პერიოდული გაწმენდა და გაზის სისტემის შემოწმება. სწორი მონტაჟისა და რეგულარული ტექნიკური მომსახურების შემთხვევაში, ეს მოწყობილობა წლობით იმუშავებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე.

გაზის „კალონკები“ ადვილად მუშაობს სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. მაშინაც კი, როცა ელექტროენერგია დროებით ითიშება, გაზის „კალონკა“ აგრძელებს მუშაობას, რაც მას ძალიან საიმედო ალტერნატივად აქცევს.

რა უნდა გაითვალისწინო გაზის „კალონკის“ შეძენისას?

ყურადღება მიაქციე კალონკის უსაფრთოების სისტემას.

უკეთესია აირჩიო ისეთი მოდელი, რომელსაც აქვს წყლის ნაკადის ავტომატური რეგულირების ფუნქცია, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ ტემპერატურას.

თუ გაზის წყლის გამაცხელებელს სწორად შეარჩევ ის მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურება და შენი ცხოვრების ხარისხსაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

 

სტატიის ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი

 

ასევე იხილეთ