ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა დედის დღე რუსთავში მცხოვრებ 8 შვილის დედას მიულოცეს

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა დედის დღე რუსთავში მცხოვრებ 8 შვილის დედას მიულოცეს.
მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად გადაეცა საოჯახო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, ტკბილეული, სათამაშოები და მხატვრული ლიტერატურა.
8-შვილიანი ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანმა წევრმა ‒ 8 წლის სოფიამ კი, სურვილი აისრულა და საჩუქრად ახალი დარბუკა მიიღო.
იუსტიციის სამინისტრო და ნოტარიუსთა პალატის გამგეობა სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებსა და საქველმოქმედო აქციებში.