leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი ეწყობა

ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პირველი მიკრორაიონის N9-10 კორპუსების მიმდებარედ სკვერი და სპორტული მოედანი ეწყობა.

3000 კვადრატული მეტრი ფართობის სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი, სპორტული მოედანი, ფიტნეს ზონები, საბავშვო მოედანი.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ირგვლივ ბევრი საცხოვრებელი კორპუსია. გვინდა, რომ აღნიშნული ტერიტორია, რომელიც, დაახლოებით, 3 000 კვ. მეტრია, სრულად მოვაწესრიგოთ. პროექტის ფარგლებში, გაკეთდება ფანჩატურები, სასეირნო ბილიკები, დაირგვება ხე-მცენარეები, ტერიტორია გამწვანდება, ბავშვებისთვის მოეწყობა ატრაქციონები, ასევე, გამოიყოფა სავარჯიშო სივრცე, დამონტაჟდება განათებისა და სარწყავი სისტემები. სამუშაოების განხორციელებას, დაახლოებით, ორი თვე დასჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტს ვაკის რაიონის გამგეობა ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 960 000 ლარია.

დედაქალაქის მერთად ერთად, ადგილზე მერის მოადგილეები – ირაკლი ბენდელიანი და კახა გულედანი, ასევე, ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ.

ასევე იხილეთ