leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ჩიბურდანიძე: ბრიტანეთში, ომის პოლიტიკის ავტორებმაც და შემსრულებლებმაც კლანჭები დაანახეს ტრამპს, თუმცა, საპასუხოდ ტრამპი შეეცდება, უკვე სასამართლო დარბაზში ფარდა ახადოს ამ უდიდეს ომის აფერას

„ამერიკის მშვიდობის მოსურნე ხელისუფლება ამჯობინებს დასაჯოს ომის პოლიტიკის ავტორებიც და შემსრულებლებიც და ამ უდიდეს ომის აფერას ფარდა ახადოს –  სად წავიდა ამერიკისგან გაგზავნილი ასობით მილიარდი დოლარი და რისთვის დაიწყო ომი,” –  წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებებს ეხმიანება.

თამარ ჩიბურდანიძე ეჭვობს, რომ რუსეთის პასუხი იქნება ძალიან მკაცრი და შესაძლოა კაცობრიობამ იხილოს ყველაზე დაუნდობელი ომი.

„ბრიტანეთში, პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებაზე, ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ შემხვედრი ნაბიჯი არ გადაუდგამს, თუმცა, ალბათ დიდხანს არ დააყოვნებს და პასუხი იქნება ძალიან მკაცრი. ამ შემთხვევაში ამერიკის მშვიდობის მოსურნე ხელისუფლება ამჯობინებს დასაჯოს ომის პოლიტიკის ავტორებიც და შემსრულებლებიც და ამ უდიდეს ომის აფერას ფარდა ახადოს –  სად წავიდა ამერიკისგან გაგზავნილი ასობით მილიარდი დოლარი და რისთვის დაიწყო ომი? სავარაუდოდ, პოლიტიკური ჭიდილი სასამართლო დარბაზში გადაინაცვლებს და ეს იქნება იმაზე ბევრად უფრო მწვავე, ვიდრე შეეძლოთ ევროპა-უკრაინას ეს ომი დათმობა-შეთანხმებით დაესრულებინათ.

ჯერ ოვალურ დარბაზში დადგმული სცენა და შემდეგ ბრიტანეთში გამართული კიდევ უფრო მასშტაბური შოუ, წყობილებიდან გამოიყვანს ისედაც აგრესიული პოლიტიკის გამტარებელ ტრამპის ადმინისტრაციას. ეჭვგარეშეა, რომ ომის გაგრძელებაზე პასუხი მათი მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი. აღარაფერს ვსაუბრობთ რუსეთის მოსალოდნელ საპასუხო ქმედებაზე. ჩვენ ვიხილავთ ყველაზე დაუნდობელ ომს, რაც კი გვინახავს ამ სამი წლის განმავლობაში.

მოკლედ, გუშინ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილმა  ევროპა-ბრიტანეთმა კლანჭები დაანახა ამერიკას, თუმცა, პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს და სავარაუდოდ, ზელენსკისთან ერთად, ევროკავშირის ლიდერებსაც მოუწევთ სასამართლო დარბაზში მსოფლიოსთვის სიმართლის თქმა. თუნდაც მარტო დარჩენილი ტრამპი ომის პოლიტიკოსების  წინააღმდეგ, მაინც შეძლებს უპირატესობის  მოპოვებას და იძულებითი წესით ამ ომის შეჩერებას,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე იხილეთ