leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: რაც დრო გადის, უფრო თვალსაჩინო ხდება, როგორი ზეწოლა იყო, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო, ნათელია, საქართველომ რა მასშტაბის წნეხს გაუძლო მშვიდობის შესანარჩუნებლად

„უკვე ყველაფერი ნათელია, ქვეყანამ რა მასშტაბის და რა სახის წნეხს გაუძლო, რათა მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. უსამშობლოები არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანას მტრობდნენ“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, მათ რომ ძალაუფლება ჰქონოდათ, საქართველოს ბოლომდე გაწირავდნენ.

„რაც დრო გადის, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, როგორი ზეწოლა იყო საქართველოზე, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო. უკვე ყველაფერი ნათელია, ქვეყანამ რა მასშტაბის და რა სახის წნეხს გაუძლო, რათა მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. ამ წნეხში ჩართული იყვნენ ე.წ. ენჯეოები და პოლიტიკური პროექტები, რადიკალური ოპოზიციის სახით, მათი პატრონებიც. ჩვენ მიმართ ეს ზეწოლა უპრეცედენტო იყო. ნამდვილად უსამშობლოები არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანას მტრობდნენ. რა თქმა უნდა, მათ რომ ძალაუფლება ჰქონოდათ, საქართველოს ბოლომდე გაწირავდნენ და დაანგრევდნენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ