კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა დედებს დედის დღე მიულოცა

დღეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა დედებს 3 მარტი, დედის დღე მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადეს გმირი შვილების აღზრდისთვის, რომელთაც სიცოცხლე სამშობლოს დამოუკიდებლობას შესწირეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები კასპის ზრდასრულთა ცენტრსაც ეწვივნენ, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახის დედები უფასოდ ეუფლებიან სპეციალობებს. მათ ვიზაჟის შემსწავლელი ჯგუფის წევრებს დედის დღე მიულოცეს.