leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიშა მესხის პირველი კომენტარი მომხდარ ინციდენტზე

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ოცნების აქტიური მხარდამჭერი, სამოქალაქო აქტივისტი მიშა მესხი ოპოზიციის აქტივისტს, დავით გაბუნიას, რომელიც ხშირად ტელევიზიით იმუქრება ოცნების მხარდამჭერების მისამართით, ფიზიკურად შეეხო.

„დღეს, დედის დღესთან დაკავშირებით, ჩემი მეუღლე სოფო ბედია და მისი ორი მეგობარი დავპატიჟე შარდენზე „სტელაში”. ვიყავით სულ ხუთნი, მე, ჩემი ძმაკაცი, სოფო მის ორ მეგობართან ერთად და ერთი იქვე რესტორანთან მყოფი მედოლე, ჩვენი მაგიდის გვერდით ისხდნენ 5 მამაკაცი და ერთი გოგონა, ამ მაგიდიდან ისმოდა გინება, სარწმუნოების შეურაცხყოფა და გინება ოცნების მომხრეების მისამართით, ვიცანი ერთ-ერთი, დავით გაბუნია, რომელიც განსაკუთრებით აგრესიულად იქცეოდა, არ მივაქციე ყურადღება, არ ავყევი პროვოკაციას, ცოტა ხნის შემდგომ ადგნენ და გასვლისას ჩემთან მოვიდა გაბუნია და წაიმღერა მარშისტების ცნობილი სიმღერა „ოლე ოლაა ქოცების დედის @ვნა”, ეს კი ვერ მოვითმინე და ფიზიკურად და სიტყვიერად შევეხე, ექვსნი იყვნენ და ჩვენ სამნი, ისე გარბოდნენ ბოლოს, კურდღლებივით, სუფრასთან მყოფი გოგონა მიატოვეს, რომელიც მერე ჩვენთან გადმოჯდა და მისივე სუფრის წევრები გალანძღა, როგორ მიმატოვესოო, მისი ვიდეო ჩანაწერიც მაქვს, აღიარებს, რომ აგრესია ჩემგან არ მოდიოდა, ეს იყო პროვოკაცია, რომელზეც წამომაგეს, შემდეგ გაბუნიამ დარეკა 112-ში, მოვიდა პოლიცია, რომლებმაც გამოგვკითხეს ყველა, რესტორნის მენეჯმენტიც, ბოლოს შეცვალა მან პოზიცია და განაცხადა, რომ არ ჰქონდა ჩემთან არანაირი პრეტენზია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რესტორნის მომსახურე პერსონალს, რომლებმაც სიმართლე დააფიქსირეს, ასევე მადლობა საპატრულო პოლიციას, რომლებიც ღირსეულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას” – განაცხადა მიშა მესხმა.

 

წყარო: „იქსნიუსი”

ასევე იხილეთ