იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძარი ქალაქ ოფუნატოს ტყეში გასულ ოთხშაბათს გაჩნდა. მომხდარის შედეგად სავარაუდოდ დაღუპულია ერთი ადამიანი, დაზიანებულია ათობით სახლი ხოლო 1 200-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის 2 100 ჰექტარია დამწვარი.
ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები, ასევე მობილიზებული არიან სამხედროებიც.
მედია წერს, რომ იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში 1946 წლის შემდეგ, წელს პირველად, ყველაზე მშრალი ზამთარია.