leaderboard_below_slide
left_sabechdi

ღვინის ეროვნული სააგენტო მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას გერმანიაში მიმდინარე წელსაც განახორციელებს

გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით,  2025 წელს ფართომასშტაბიანი კამპანია განხორციელდება, რომელსაც მარკეტინგული კომპანია „ff.k Public Relations“ უხელმძღვანელებს.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანა და, ამავე დროს, ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.

კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის გაიმართება; ქართული ღვინო  წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; გარდა ამისა, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.

დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წელს, ქართული ღვინის პირველი წარდგენა გერმანიაში 16-18 მარტს, ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე „ProWein Dusseldorf“ გაიმართება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის  მზარდი ტენდენციის შექმნა. 2024 წელს, ექსპორტირებული იყო   1,3 მლნ-მდე ლიტრი ღვინო, რაც, 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 30%-ითაა გაზრდილი.

გერმანიასთან ერთად, ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებს აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია წარმოადგენს.

ასევე იხილეთ