გიორგი ურუშაძე: ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება

“რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას”, – განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.
მისი თქმით, სპეციალური კომისია, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას დაითვლის.
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც დააზიანა სტიქიამ, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება, იქნება მყისიერი რეაგირება. უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დაითვლის ზარალის ოდენობას“, – განაცხადა ურუშაძემ.
გურიაში, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა.