leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე „ფარას“ ანალოგზე: ეს კანონი უკეთესად დაიცავს ჩვენს ქვეყანას საგარეო გავლენებისგან

“ფარა” არის კანონი, რომელიც ფაქტობრივად, უკვე ერთი საუკუნეა იცავს ამერიკას გარე გავლენებისგან და რადგან ეს არის ყველაზე კარგი და მძლავრი მექანიზმი, ჩვენ სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ ამ კანონის მიღება”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ.

“რა თქმა უნდა, ის მხოლოდ მედიას, ან სამოქალაქო სექტორს არ შეეხება, როგორც ეს განსაზღვრული იყო გამჭვირვალეობის შესახებ კანონით, არამედ შეეხება ფიზიკურ პირებსაც, რადგან ამას „ფარა“ ითვალისწინებს. ჩვენ ახლა ვიღებთ კანონს, რომელიც უკეთესად დაიცავს ჩვენს ქვეყანას საგარეო გავლენებისგან”, – აღნიშნა ბოჟაძემ.

პარლამენტი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.

ასევე იხილეთ