leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიების არარსებობამ რუსეთს საშუალება მისცა, დაეწყო ყირიმის ოკუპაცია, ომი დონბასში, მოგვიანებით სრულმასშტაბიანი შეჭრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების არარსებობამ გამოიწვია ყირიმის ოკუპაცია და ომი დონბასში. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ძირითადი სცენარი არის პოზიციების შენარჩუნება და სათანადო დიპლომატიისთვის პირობების შექმნა, რათა მივაღწიოთ ამ ომის რაც შეიძლება სწრაფ დასრულებას სამართლიანი მშვიდობით. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, ჭეშმარიტი და სამართლიანი მშვიდობა – და არა უსასრულო ომი. უსაფრთხოების გარანტიები აუცილებელია. 11 წლის წინ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების არარსებობამ რუსეთს საშუალება მისცა, დაეწყო ყირიმის ოკუპაცია და ომი დონბასში.

მოგვიანებით უსაფრთხოების გარანტიების არარსებობამ რუსეთს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების საშუალება მისცა და ახლა, მკაფიო უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, რუსეთი განაგრძობს ამ ომის გაღვივებას. მსოფლიო ხედავს ამას და მსოფლიო აღიარებს ამას”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ