leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: “ფარას” კანონის მიხედვით, როგორც ეს ამერიკაში ხდება, იქნება დაცული სახელმწიფო იმ უცხოური თანხების გადმორიცხვისგან, რომელიც არის მიმართული სახელმწიფო წინააღმდეგ

“ფარას” კანონის მიხედვით, როგორც ეს ამერიკაში ხდება, იქნება დაცული სახელმწიფო იმ უცხოური თანხების გადმორიცხვისგან, რომელიც არის მიმართული სახელმწიფო წინააღმდეგ”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მან გაიხსენა, რომ ორი წლის წინ შედარებით ლიბერალური კანონი იყო არჩეული.

„მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინ ჩვენ – „ხალხის ძალამ“ დავაინიციირეთ და მაშინ მაინც იყო არჩეული ლიბერალური კანონის მიღება, გამჭვირვალობის კანონს ვგულისხმობ, დღეს „ხალხის ძალა“ მხარს დავუჭერთ „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას გამომდინარე იქიდან, რომ აღარ დარჩეს არანაირი სპეკულაციების ველი. „ფარას“ კანონის მიხედვით, როგორც ეს ამერიკაში ხდება, იქნება დაცული სახელმწიფო იმ უცხოური თანხების გადმორიცხვისგან, რომელიც არის მიმართული სახელმწიფო წინააღმდეგ. ეს მხოლოდ თეორიის დონეზე კი არ არის დამტკიცებული, პრაქტიკულად, დაამტკიცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამ უსაფრთხოების აუცილებლობა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს პარლამენტში პირველი მოსმენით სესიაზე დღეს განიხილავენ. კანონპროექტი ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლი – ქართულ კანონმდებლობაზე მორგებული კანონი იქნება.

ასევე იხილეთ