leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: სხვისი ცრემლით და სხვისი ხელით გულადები რომელი ქვეყნების ხელისუფლებები არიან, ეს, საჯაროდაც კარგად ჩანს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას უთხრა, აჯობებს უკრაინელებმა ერთი წელი კიდევ იომონ.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სხვისი სისხლით, სხვისი ცრემლით და სხვისი ხელით გულადები რომელი ქვეყნების ხელისუფლებები არიან, ეს საჯაროდაც კარგად ჩანს.

,,სანქციებზე და ესტონეთზე გამახსენდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ამ ინტერვიუში, მართალია, არ ასახელებს, რომელი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა უთხრა, რომ აჯობებს უკრაინელებმა ერთი წელი კიდევ იომონო, თუმცა სხვისი სისხლით, სხვისი ცრემლით და სხვისი ხელით გულადები რომელი ქვეყნების ხელისუფლებები არიან, ეს, მგონი, საჯაროდაც კარგად ჩანს“, – წერს პაპუაშვილი.

ასევე იხილეთ