leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ვენეციის კომისია სამართლებრივ მხარეს უკეთებს ანალიზს და აბსოლუტურად არ იხედება, რა მდგომარეობაა სახელმწიფოში, სადაც რომელიმე კანონს დაჩქარებული წესით იღებენ

“საერთოდ, ეგეთი კანონი დაჩქარებულად არ უნდა მიიღო, თუ გარემოება არ გაიძულებს. ვენეციის კომისია სამართლებრივ მხარეს უკეთებს ანალიზს და აბსოლუტურად არ იხედება, რა მდგომარეობაა სახელმწიფოში, სადაც რომელიმე კანონს დაჩქარებული ან რეგულარული წესით იღებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის შეფასებასა და რეკომენდაციებს ეხმაურება.

„მათ არ აინტერესებთ, პოლიციას პიროტექნიკას ესვრიან, ქვებს თუ „მოლოტოვის კოქტეილებს“. რეალურად, საქართველოში რა სიტუაციაც იყო შექმნილი, ასეთი წესით ითხოვდა კანონის მიღებას და ამაში თავად ის ხალხიც დაგვეთანხმება, რომლებიც ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდებდა. რაღაც კანონი დროზე უნდა მიიღო, რომ განვითარება არ ჰქონდეს პროცესს, რომელიც ქვეყანას გინგრევს. ვენეციის კომისიის შინაარსი ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების შეფასებას არ ითვალისწინებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ